четверг, 19 марта 2009 г.

         თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია ავჭალა, გადმოცემის თანახმად, ძველად მდინარის ახლოს განლაგებული, ჭაობებით  დაფარული ტერიტორიები, შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენ, რომ ამ მიდამოებში ავისულები ბინადრობდნენ, ისინი ცდილობდნენ ახლოს არ გაკარებოდნენ ასეთ ადგილებს. მათ ძველთაგან „ავ ჭალებს“ უწოდებდნენ.
     სახელი ავჭალა შედგება ორი სიტყვისაგან ავი და ჭალა.
ავი – არის კაპასი, შემტევი ბოროტი ადამიანი, ვისაც უმნიშვნელო მიზეზის გამო შეუძლიან  ჩხუბის წამოწყება. ასევე გამოიყენება დაუოკებელი და ფიცხი ძაღლების მიმართ- „ავი  ძაღლი“. ძველად არაკეთილ სულებს უწოდებდნენ „ავ სულებს“
ჭალა–  ჭალის ტერასა, ხეობის ძირის ნაწილი, რომელიც წყალდიდობის დროს წყლით         იფარება. ჭალის ზედაპირი უსწორმასწოროა; მდინარის გადაკეტილი კლაკნილებისა და ტოტების ნარჩენებს სერები ენაცვლება.  ჭალა შედგება 3 ნაწილისაგან:  კალაპოტისპირა, რომელიც ყველაზე მაღალია და მსხვილი ალუვიონით არის აგებული, ცენტრალური, რომელიც უფრო დაბალია და შედარებით მცირე ზომის ნატანით არის აგებული და ტერა-სისპირა ნაწილი, რომელიც ყველაზე დაბალია, დაჭაობებულია და მოლამული. ჭალია ნიადაგი მდიდარია ორგანული ნივთიერებით და ძალიან ნოყიერია. ჭალა, ჩვეულებრივ, ტყითა და ბუჩქნარით  არის შემოსილი, კულტურული ათვისების შედეგად იყენებენ საძოვრებად.
     ავჭალა ისტორიულ წყაროების გარდა მოხსენიებულია მრავალ მხატრული ლიტერატურაში XX საუკუნის უდადეს მწერალსადა საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე გამსახურდიას ავჭალა მოხსენებული აქვს თავის შედევრში რაინდულ რომანში „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაში“, „რაკი მოგვიანებით მომიხდა ტფილისიდან გასვლა, ამიტომაც განზრახული მქონდა ავჭალიდან შემობრუნება ქალაქში და ამადაც აღარ მენახა ჩემი საყვარელი სვეტიცხოველი.
       თუმცა ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკვარია; დილით ხვლიკის ფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრისას შემოდგომისას, თუ ვარსკულავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდი ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა.
        ჩემთვის საკმარისია ოდნავ, ოდანავ მაინც მოვკრა თვალი ცაში ატყორცნილ სიმფონიაშ ლოდებისას, დეე, თუნდაც ჭენებით გამატაროს  ქედფიცხელმა დარდიმანდმა მის გავერდით.       სწორედ ავჭალასთან დამიფრთხა ცხენი.
       ტრაქტორისთვის ფურგუნი გამოებათ უკან, გაუსწორდა თუ არა, მოულოდნელად შემომესმა მანქანის ბუბუნი, ისევ წამართვა თავი და გაჭენდა საშინელი სისწრაფით.
      მე ისე მიამა მისი თავაწყვეტილი ქროლვა, მაინცდამაინც არ მივეძალე მიუშვი სადავე.
      ზაჰესის ელნათურები ციმციმებდნენ მტკვარში. ამ ათასთვალა პოლიფემის ნათელი მისდგომია ზედაძნის მთას, რომელიც დემონების საუფლოდ მიაჩნდათ ძველ იბერიელებს ოდესღაც.“
           მე-20 საუუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი გამოჩენილი წემომადგენელი, ქართული სიტყვის შესანიშნავი ოსტატი მიხეილ ჯავახიშვილი მოიხსენიებს თავის პირველ რომანში „კვაჭი კვაჭანტერიძე“-ში „დიღმისა და ავჭალის გზები გადატენილია. მატარებელი მატარებელს მისდევს. ბავშვები და დედაკაცებიც დაფრთხილან, ზურგზე ბოხჩები აუკიდიათ იღლიაში ძონძები ამოუჩრიათ. კვაჭუნი გაიღვიძე!“
       ავჭალას თავის შემოქმედებაში ადგილი დაუთმო დიდმა პოეტმა და გენიოსმა გალაქტიონმა
                  ავჭალის იქით

ავჭალის იქით კიოსკივით მაღალი სახლი რომ დგას,
ეს იყო უზენაისი ჩემი ოცნება,
მე შემადგომა გავატარე აქ ვით სიახლე,
ოდეს წარსულთა დღეთა მსურდა მე გამოცნობა.
მიდიან ძნები. უცნაური შენობებია.
მთებზე კრავებით ბრუნდებიან მწყმსის ბალღები.
და იმ მწირთან!–სიმაღლეს რომ   შეომებია
და სადაც უფრო იმღვრევიან მტკვარის ტალღები.

                                         ლოჭინში
                                რევაზ ინანიშვილი
       დავით აღმაშენებელს, ქართვლ მეფეთა შორის ყველაზე ღვაწლმოილს, ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. სადაც უნდა წასულიყო, თვით სანადიროდ და სალაშქროდაც კი, გადაარჩევდა წიგნების მთელ დასტას და თან წაიღებდა. გვიან ღამისას, ქვეყანას რომ ეძინა, ის ისევ წიგნზე იყო ხოლმე დახრილი, ხშირად გასთენებია ხოლმე ისე მჯდომარეს.
        დავითის ისტორიკოსი წერს: “წინა დაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დაუსვის ბოლოსა წიგნისას, ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მათ ნიშანთა აღვთვალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა”.
       ხომ მიხვდით, რასაც ბრძანებს ისტორიკოსი: წიგნს რომ წაიკითხავდა, ნიშანს დაუსვამდა ბოლოშიო. ერთი წიგნი, “სამოციქულიო” ერთი წლის განმავლობაში ოცდაოთხჯერ წაიკითხაო. უზომოდ ბრაზობდა დავითი, თუ ვინმე კითხვას უდროო დროს შეაწყვეტინებდა.
       აი, ერთხელ რა მოხდა. შემოსულიყო თბილისის ქვემოდან, ლოჭინის ხევში, თურქთა დიდი ნახირი. თბილისი მაშინ ჯერ ისევ მათ ეპყრათ, თურქებს. მათი ხალხი თავიათი მთებიდან, სადაც დიდი ზამთარი და თოვლები იცის, საქონელს მტკვრის ხეობაში ერეკებოდა. საქონელს თან მოჰყვებოდნენ შეიარაღებული მხედრები. თუ ვინმე წინ აღუდგებოდა და შეეწინააღმდეგებოდა, ხოცავდენ.
       დავითი სამასი მხედრით იმ ადგილში იყო, ლოჭინთან. საფიქრებელია, რომ თბილისს უდარიელებდა, ესე იგი, მისი აღების გეგმებს აწყობდა. დაინახა ის დიდი ნახირი, გამოარჩია თავისი მხედრობიდან ერთი რაზმი, თხუთმეტი კაცი, უბრძანა წაერთმიათ თურქებისთვის ნახირი, გამოერეკათ და ავჭალაში ამოსულიყვნენ, მეფე იქ დახვდებოდათ.
    მეომრებმა მუზარადი შეისწორეს, ფარები მოიმარჯვეს და ცხენზე წაწოლილნი ჩაგრიალდნენ ხევში.
       დავითი ავჭალაში ავიდა. იქ ცხენიდან ჩამოხტა, ჩამოხდნენ მისი მხედრებიც. მხედრებს უბრძანა. დაპურებულიყვნენ და უმისოდ ფეხი არ მოეცვალათ. თვითონ აიღო წიგნი, წაუძღვა თავის ცხენს, განმარტოვდა დიდი, ფოთლებშეყვითლებული ვერხვის ქვეშ, დაჯდა შემოდგომის მწვანეზე და დაიწყო კითხვა.
          ცოტა ხანში კივილი შემოესმა, ერთი სახესისხლიანი მეომარი უკან ამობრუნებულიყო,_ ნახირს უამრავი თურქი იცავს, თბილისიდანაც გამოეშველნენ და ვერას ვხდებითო.
      დავითმა წიგნი იქვე, მდელოზე დატოვა, ჯაჭვ-მუზარადის მორთმევა არ უბრძანებია, არც თავისი მხედრებისათვის მიუწვდენია ხმა, ისევე, თხელი ხალათის ამარა გადაევლო ცხენს, ხმალი გამოიღო და პირგამეხებული გაბრიალდა ლოჭინისაკენ.
        გუნდადშეკრულ თურქთა შორის მოქცეული ორიოდე ქართველი ქანცგაწყვეტილი იცავდა თავს. დავითმა დაჰკივლა. მისმა ხაფმა ხმამ, გრიგალისებურმა ახოვანებამ წამსვე არივ-დარია მკვლავგალაღებული თურქები, ცოტა ხანს კი შეეწინააღმდეგნენ დავითს, მერე პირი იბრუნეს და თბილისისაკენ გაქუსლეს.
       დავითი ორხევამდე მიჰყვა. იქ ხრამში ჩაჩეხა კიდევ ერთი თურქი, ადგალზე დააბრუნა ყალყზე შემდგარი ცხენი, ხმალგაძაბული უყურებდა, როგორ მიჰბღაოდნენ გადარჩენილი თურქები თბილისის ციხეებს, მერე მოიხედა.
        სახე უკვე დამშვიდებოდა. მარცხენა ხელის ზურგი მაშვრალი გლეხკაცივით გაისვა ოფლიან შუბლზე, გადაიხარა, მაღალ ბალახებს გადასწვდა, მომუჭა, ხმალი იმ ბალახებით გაწმინდა, ქარქაშში ძლივს ჩააგო, - გამრუდებულიყო ცემით, - გამოარეკინა ნახირი და წამოვიდა ისევ ავჭალისაკენ.
       მეფის გაუფრთხილებლობით თავზარდაცემული მხლებლები მიწას ვეღარ აცილებდნენ თვალს. გაქვავებული იდგნენ მეომრებიც. ძლივს გაბედა და მოართვა ხოხბის ბუმბულით ჩანიშნული წიგნი მსხურმა, დავითმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა, ერთხელაც გახედა თბილისს, მერე ხოხბის ბუმბული წიგნის ბოლოში გადაიტანა, ფურცელი არათითით ფრთხილად გადმოშალა ზემოთა მხრიდან და იქვე, ცხენზევე განაგრძო კითხვა.
თბილისი კი...
      მაინც დავითმა შეძლო მისი აღება.
     ოთხას წელიწადს ტყვეობაში მყოფი დედაქალაქი თავისი მეხისმტეხელი მახვილით დაუბრუნდა საქართველოს. წელი იყო ათას ას ოცდაორი, დღე... რა სამწუხაროა! – დღე არ არის ცნობილი.

   ავჭალას ადგილი დაუთმო თავის ისტორიულ-ლიტერატურულ ნარკვევში „უსახელო უფლისციხელ“-ში დიდმა ქართველმა მწერალმა გურამ რჩეულიშვილმა.
„ახლა როცა გავეცანი ამ ამ ქალაქისა და მისი მიდამოების ისტორიას, მივდივარ მის სანახავად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ნაცნობი იქნება ჩემთვის. მატარებელი დილით გადის. დილა რუხია და მოწყენილი. არა ცხელა, ლიანდაგი გზას მიიკვლევს უამრავ პატარა თუ დიდ სახლებს შორის. მერე ქალაქი თავდება. სახლების რიგი კი გრძელდება. მერე წყდება. ახლა მთაზე რაღაც საყდარი მოჩანს,(ნაგულისხმებია პეტრე მოციქულის ტაძარი. პროექ. ავტ.) შემდეგ ისევ სახლების რიგი სახლებისა; ზევით, მთაში, გვირაბები გაჰყავთ. მეორე მხარეს ვენახებში იფლობა დიღვის ველი. ვათვალიერებ. ერთპატარა ადგილსაც ვერ ნახავდაუსახლებელ-დაუმუშავებელს. მატარებელი ზაჰესის ხიდზე გადადის, ზაჰესი უკან რჩება. წინიდან მოდიან ხრიოკი მთები.

******                           ხალხური

აფრინდა, ქორი აფრინდა,
არაგვი გადინადირა,
მცხეთას დაეცა დედალსა,
ავჭალას მტვერი ადინა.

ანდაზა: ავჭალაში ქორწილია, მცხეთაში დოლს უკრავენო.